აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ, საეჭვოა ჩინეთის განცხადებების გულწრფელობა უკრაინაში მშვიდობის მიღწევის განზრახვების შესახებ.
რუსეთში საქონლის ექსპორტით, რომელიც აძლიერებს მის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, პეკინი მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის „ომის მანქანას“ კვებავს, განაცხადა ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვანგ ისთან შეხვედრაზე.
„როდესაც პეკინი, ერთის მხრივ, აცხადებს, რომ მას სურს მშვიდობა და კონფლიქტის დასრულება, ხოლო მეორე მხრივ, თავის კომპანიებს საშუალებას აძლევს განახორციელონ ქმედებები, რომლებიც რეალურად ეხმარება პუტინს აგრესიის გაგრძელებაში, ეს ერთმანეთში არ ჯდება - აღნიშნა ბლინკენმა.
ბლინკენის განმარტებით, ჩარხების 70% და მიკროელექტრონული საშუალებების 90%, რომლის იმპორტსა რუსეთს ახორციელებს, მათ შორის ჯავშანტექნიკისა და რაკეტების წარმოებისთვის, ჩინეთიდან მიდის.
ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონს არ აქვს განზრახული ჩაერიოს პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობაში, თუმცა, თუ ეს ურთიერთობა გულისხმობს რუსეთისთვის იმის გადაცემას, რაც მას სჭირდება ამ ომის გასაგრძელებლად, ეს პრობლემა იქნება აშშ-სა და მრავალი სხვა ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ევროპაში.