გიორგი ამილახვრის გადადგომის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ბიზნესში ბრუნდება -ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ამილახვრის განათლების მინისტრის პოსტიდან გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.
გარწმუნებთ, რომ გიორგი ამილახვრის გადადგომის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ბიზნესში ბრუნდება. თქვენ თუ რაღაც სანქციების გარშემო საუბრობთ, ჯერ ეს ერთი ამ სანქციების არავის ეშინია და როდესაც სანქციებზე საუბრობენ ჩვენი პარტნიორები, იქ მინისტრს არავინ არ ახსენებს, ყოველთვის ყურადღება დეპუტატებზეა ხოლმე გამახვილებული. ეტყობა, ის მომენტია, როცა მას მსხვილი ბიზნესი აქვს და საჭიროებას იქით ხედავს", - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ამილახვარი მინისტრის პოსტს 2023 წლის 20 მარტიდან იკავებდა. გიორგი ამილახვარმა მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა. მანამდე ამილახვარი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ამილახვარი „ქართული ოცნების“ სარჩევნო სიაში არ არის.