"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთა ლიდერმა, თამარ კორძაიამ "დღის ამბების" ეთერში განაცხადა.
კორძაიამ სოხუმის დაცემის დღეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 31 წლის წინ, იმ ადამიანთა რიგებში იყო, რომლებმაც რუსული სისასტიკის ფონზე, ჭუბერის უღელტეხილი ფეხით გადმოიარეს.
„სირცხვილია, რომ ირაკლი კობახიძე გყავს პრემიერ-მინისტრად. დიდი ბოდიში, მაგრამ ტეხავს, როდესაც კობახიძეს ვინმე აქებს, თუ ვინმე უსმენს. 31 წლის წინ, მე ვარ იმ ადამიანებში, რომელიც ფეხით გადმოვიდა ჭუბერის გზით იმ სიცივეში. 31 წლის წინ მე ვხედავდი, რა მდგომარეობაში ჩააგდო რუსეთმა ჩვენი მოქალაქეები. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი გზაში გაყინული ადამიანები", - ამბობს თამარ კორძაია.