დღეს, 15 იანვარს, 14.00 საათზე პარლამენტის წინ დევნილების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარე მანუჩარ სიგუამ აღნიშნა, ხვალ დევნილები მათ უკანონო გასახლებას ელიან, რასაც პერმანენტული აქციებით გააპროტესტებენ.
"რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა განსახლების ვადა 15 იანვრამდე გადაგვივადა. ამ ვადის გასვლას ველოდებით. ჩვენი პროტესტი არ შეწყდება. დევნილთა ყველა კომპაქტური ჩასახლება გავაფრთხილეთ, რომ გასახლების მცდელობის შემთხვევაში უმალვე გვაცნობონ",_აღნიშნა მანუჩარ სიგუამ.
მისი თქმით, დევნილთა ჩასახლების 25 ობიექტზე მათ ჰყავთ თავიანთი აქტივისტები, რომლებიც საშიშროების შესახებ შეატყობინებენ.