მშვიდობის გარანტია არის სწორედ „ქართული ოცნება“ და ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზე საუბრისას განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, მოსახლეობა დარწმუნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს.
„ქართული ოცნების“ ბანერებზე ორი მოცემულობაა ასახული. ერთ მხარესაა, რა დღეში აღმოაჩენდა რადიკალური ოპოზიცია ქვეყანას, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ არ ყოფილიყო, მეორე მხარეს ის მოცემულობაა, რაც მშვიდობის პირობებშია. მშვიდობის გარანტია არის სწორედ „ქართული ოცნება“ და ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები. მოსახლეობა დარწმუნდა იმაში, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს. მსოფლიოსა და რეგიონში როცა ასეთი გამოწვევებია, „ქართული ოცნება“ ერთადერთი ხელისუფლებაა, ვის პირობებშიც ქვეყანას მშვიდობა და სტაბილურობა ექნება…
ჩვენს პირობებში მშვიდობა გარანტირებულია. ამაზე ის სტატისტიკაც მეტყველებს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად არის 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა. არქივი არსებობს, გადაახვიონ და ნახონ, რა მოწოდებები იყო, თუნდაც, ოპოზიციის და უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდან. დახურულ კარს მიღმაც იყო საუბრები, რაზეც ღიად არ ვსაუბრობთ. შესაბამისად, ეს ბანერები ამას ასახავს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.