ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების მიზნით ბერძენი გემთმფლობელის მიერ დაქირავებულ ბერძენ ადვოკატსა და სომალელ მეკობრეებს შორის მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ერთ-ერთი გატაცებული მეზღვაურის მამამ სერგო დევაძემ აცნობა.
მისი თქმით, ქართველი მეზღვაურები თავს შედარებით კარგად გრძნობენ და თვითმკვლელობაზეც აღარ ფიქრობენ.
რაც შეეხება მეზღვაურებისთვის შეგროვილ თანხას, სერგო დევაძის ინფორმაციით, მისი ოდენობა 15 იანვარს გახდება ცნობილი.
გატაცებული მეზღვაურის მამა ქართველი ბიზნესმენების მხრიდან გააქტიურებას ელის. "ჯერჯერობით გამოსასყიდ თანხას "პროსერვისი" გვპირდება, თუმცა თანხას ალბათ უახლოეს ხანში გადმოგვცემენ", _აღნიშნა დევაძემ.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერძენ ადვოკატთან მართავს მოლაპარაკებას.
შეგახსენებთ, უკვე მეოთხე თვეა, რაც სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურები ტყვეობაში იმყოფებიან.