აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობდა უკრაინა მსოფლიო რუკიდან წაეშალა, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო და ვერც ვერასდროს შეძლებს.
ბლონკენს ჰკითხეს, ტრამპის მსგავსად, ხომ არ ეპარება ეჭვი ომში უკრაინის გამარჯვებაში.
„ახლა ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას შეუძლია, იყოს ძლიერი დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც ფეხზე დგას სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და არა მხოლოდ ჩვენ – 50-ზე მეტი ქვეყანა“, – განაცხადა ბლინკენმა.
მისივე თქმით, ერთ ქვეყანას არ შეუძლია, უბრალოდ, თავს დაესხას მეორეს, ძალით შეცვალოს მისი საზღვრები და კარნახობდეს სხვა ქვეყანას მის მომავალს.
„ეს არის ის, რაც ხდება უკრაინაში. და თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს დაუსჯელად, თუ დავუშვებთ, რომ ეს ძირითადი პრინციპები, ძირითადი წესები დაირღვეს, მაშინ პოტენციური აგრესორები ყველგან იტყვიან, რომ მათაც შეუძლიათ ამის გაკეთება დაუსჯელად. ამიტომაც, ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას არა მხოლოდ თავის დაცვაში, არამედ ამ პრინციპების დაცვაში, რომლებიც საერთაშორისო სისტემის შუაგულშია“, – განაცხადა ბლინკენმა