„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა, სახელმწიფო ინტერესებისთვის ყოველდღიური პრობლემა ხდება, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში“ განაცხადა.
ქემოკლიძის განცხადებით, “ქართული ოცნების“ ელექტორატი გეომეტრიული პროგრესიით იმსხვრევა, რადგან იქ ბევრი ღირსეული ადამიანია, რომლებსაც ოპოზიციონერი პოლტიკოსი თავიანთ რიგებში ეპატიჟებიან.
„ჩვენ ვემზადებით არჩევენბში გამარჯვებისთვის, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ ელექტორატი გეომეტრიული პროგრესიით იმსხვრევა, იქ ძალიან ბევრი ღირესული ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველო იმსახურებს უსაფრთხოების ნამდვილ, მყარ ნაპირზე გადაბიჯებას, ჩვენი კარი ამ ადამიანებისთვის ღიაა. ეს გუნდი გაძლიერდება, რომელსაც აქვს ყვეალფერი - წარსული, გამოცდილება, კომპეტენცია, კეთილსინდისიერება, დაშვებული შეცდომებიც კი გაანალიზებულია. წინ დიდი გამარჯვებებია და მინდა, რომ საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებში მონაწილეობა მაქსიმალურად მიიღოს“,- განაცხადა ქემოკლიძემ.