კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, გარდა იმისა, რომ ის არ იქნება საპარლამენტო სიაში, არ იქნება არც რომელიმე სამთავრობო თანამდებობის, ან პრემიერობის კანდიდატიც:
"არ უნდა გავიგოთ ისე, რომ საპარლამენტო სიაში თუ არ ვარ, ვიქნები სამთავრობო კანდიდატი, პრემიერმინისტრობის თუ ა.შ. არა. მე ხელი მაქვს მოწერილი პერსონალურად და კოალიციასაც ქართულ ქარტიაზე, რომელიც პრეზიდენტის ინიცირებული იყო და მე ვრჩები ერთგული ამ ქარტიის. ჩვენი პარტიაც, კოალიციაც რჩება ერთგული ამ ქარტიის, სადაც მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ მომავალი მთავრობის, ე.წ. გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელი იქნება არაპარტიული კანდიდატი", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.