შეშინებული ადამიანი არ დამინახავს, შეშინებული არის ხელისუფლება და ამას იგონებს და თვითონ ავრცელებს. ყალყზეა ხალხი, ცვლილებისთვის ყველა მზადაა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ახმეტაში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“გავრცელებული აზრი რომ არის, რეგიონებში ხალხი ძალიან შეშინებულიაო. მინდა, ყველას გასაგონად ვთქვა - მე მთელ საქართველოში დავდივარ და ჯერ შეშინებული ადამიანი არ დამინახავს. შეშინებული არის ხელისუფლება და ამას იგონებს და თვითონ ავრცელებს. ყალყზეა ხალხი, ცვლილებისთვის ყველა მზადაა. ყველას ძალიან კარგად აქვს გააზრებული, 26 ოქტომბერს რა უნდა მოხდეს და რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს დაჭაობებული რეალობა და ეს კორუმპირებული და რუსეთის სამსახურში მდგარი ხალხი შევცვალოთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილი.