"12 წელია ქუთაისი არის მიტოვებული და დასჯილი. რა დააშავა ქუთაისმა რომ ასე ექცევა ქართული ოცნება? რას ეუბნება ოცნება ქუთაისელებს, მოსახლეობის მუდმივ შემცირებას უნდა მისცენ ხმა? დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ქუთაისი აირჩევს გადარჩენას და განვითარებას", - განაცხადა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური საკითხების მდივანმა, ნიკა ობოლაძემ
ნიკა ობოლაძემ და იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ ცამციშვილმა ქუთაისის მერიასთან ბრიფინგი გამართეს და ქართული ოცნების დელეგატს, ზაზა ლომინაძეს კითხვები დაუსვეს;
"ქუთაისის მოსახლეობა მუდმივად იკლებს, მოსახლეობით საქართველოში ნომერ მეორე ქალაქი გახდა ნომერ მეოთხე ქალაქი, ყველა ოჯახიდან მინიმუმ ერთი ადამიანი ემიგრაციაშია.
რას ეუბნება ოცნება ქუთაისელებს, მოსახლეობის მუდმივ შემცირებას უნდა მისცენ ხმა ქუთაისელებმა?
მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებული აეროპორტი რომელიც ჯერ კიდევ 10 წლის წინ უნდა გაფართოებულიყო, დამატებოდა სატვირთო ტერმინალი, განვითარებულიყო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან ერთად და ყოფილი ქუთაისში ინვესტიციების და ტურისტების შემომყვანი გადაიქცა საქართველოდან ემიგრაციის მთავარ პუნქტად - ამას უნდა მისცენ ქუთაისელებმა ხმა ?
კიდევ 12 წელი სურს ოცნებას ამ ნგრევის გაგრძელება?
არსებობს 100 მიზეზი რატომ არ უნდა მისცეს ხმა ქუთაისმა ქ. ოცნებას, მაგრამ არსებობს კი ერთი მიზეზი, ერთი პროექტი, ერთი ღამე რატომაც შეიძლება ქუთაისმა ტოტალური უარი არ უთხრას ოცნებას ? - არა, არ არსებობს.
ამიტომ დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ქუთაისი აირჩევს გადარჩენას და განვითარებას.“ განაცხადა ნიკა ობოლაძემ.