ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის დაინიცირებაც კი ძალიან სახიფათოა ევროკავშირისთვის, ღრმად მწამს, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მაია ბითაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ერთ დღეში არ მონიჭებია, აქ იყო მთელი მუშაობის წლები, რომლის შედეგადაც, გარკვეული პირობების შესრულების შესაბამისად, ვიზალიბერალიზაცია იქნა მონიჭებული. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასაც ასევე თავისი სამართლებრივი საფუძვლები უნდა ჰქონდეს, რასაც არანაირად კავშირი არ აქვს იმ პროცესებთან, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობას.
ვიზალიბერალიზაციის როგორც მინიჭება, ასევე შეჩერება არის ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი პროცესი, რომელზეც გავლენა აქვს სხვადასხვა ფაქტორის, მაგრამ იქ არის ძალიან ბევრი აქტორი და აუცილებელია გარკვეული პროცედურების დაცვა იმისთვის, რომ სამართალი და ბიუროკრატია ევროკავშირის შიგნით შენარჩუნდეს.
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის დაინიცირებაც კი ძალიან სახიფათოა ევროკავშირისთვის, ღრმად მწამს, რომ წევრი სახელმწიფოები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა ბითაძემ.