ივანიშვილი ოკუპანტებს უხდის ბოდიშს, საქართველოს მეგობრებს უწოდებს მტრებს, ჰყავს პოლიტპატიმრები და მიხეილ სააკაშვილს არ ეძლევა არჩევნებში სრულფასოვნად მონაწილეობის საშუალება, ლოგიკურია, რომ ის გახდეს სანქციების სამიზნე, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა კონომიკის საკითხებში ნიკა ობოლაძე განაცხადა.
ობოლაძის თქმით, სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ქვეყნის გზა არის იზოლაციისა და სიღატაკისკენ.
"ივანიშვილი არის კაცი, რომელიც ერთმანეთში ურევს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს, ვინც ოკუპანტებს უხდის ბოდიშს და ვინც საქართველოს მეგობრებს უწოდებს მტრებს და ვისაც აქვს მათ წინააღმდეგ მტრული რიტორიკა და ქმედებები.
ივანიშვილის ყავს პოლიტიკური პატიმრები და მიხეილ სააკაშვილს არ ეძლევა არჩევნენებში სრულფასოვნად მონაწილეობის საშუალება. ივანიშვილმა გააჟღერა თავისი სურვილი, საბოლოოდ დაასამაროს დემოკრატია საქართველოში, გააუქმოს პოლიტიკური ოპოზიცია და აკრძალოს არასამთავრობო სექტორი.
ამ ფონზე ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ის გახდეს სანქციების სამიზნე, უბრალოდ, ქვეყნისთვის სანქცირებული ხელისუფლების ყოლა არის გზა იზოლაციისა და სიღატატაკისკენ.
26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავაფორმოთ ქართველი ხალხის ნება, ავირჩიოთ კეთილდღეობა ევროპაში, უარი ვუთხრათ იზოლაციას და სიღატაკეს, შევიყვანოთ საქართველო ევროპის კავშირში, ევროპული ფონდებიდან მოვიზიდოთ 14 მილიარდი ევრო, დავასრულოთ მასობრივი ემიგრაცია და საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოში იცხოვრონ ევროპული სტანდარტით", - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.