ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმი გაუქმედება, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ გაფართოების ანგარიშში, რომელსაც ევროკავშირი, სავარაუდოდ არჩევნებამდე გამოაქვეყნებს, რეკომენდაციას არ გაუწევს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას საქართველოსთან.
„თუ საქართველოს სურს, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან იქნას შენარჩუნებული, ამის ერთადერთი გზა არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდეს ქვეყნის მართვის სადავეებს. იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა შეუძლებელს ხდის ევროკავშირისთვის, რომ შეინარჩუნოს უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმი გაუქმედება. გაფართოების შესახებ მოხსენება, რომელსაც გამოაქვეყნებს ევროკავშირი, სავარაუდოდ, არჩევნებამდე, ეს ანგარიში, მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ რეკომენდაციას არ გაუწევს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას საქართველოსთან. ნუ ახლა, ეს ანგარიში ჯერჯერობით არ იტყვის, რომ სტატუსიც უნდა ჩაიხნას, იმიტომ, რომ არჩევნებს ელოდება ყველა და არჩევნებზე, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, უკვე იქნება შესაძლებელი, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ევროპულ დღის წესრიგს", - განაცხადა სამადაშვილმა.
გამოცემა Politico-მ ევროკომისიის პრესსპიკერზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს თუ “ქართული ოცნება” თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს.