მიმდინარე სეზონზე ე.წ. ღორის გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნანა ავალიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, მათ შორის ერთი ლეტალური შედეგით დასრულდა.
"გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც ფილტვის, ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა", - დასძინა ნანა ავალიანმა.
ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, H1N1 გრიპის ვირუსს წელს პანდემიური ხასიათი არ აქვს და ავადობის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია.