სამოქალაქო რეესტრმა 2010 წლის განმავლობაში ახალშობილების პოპულარული სახელებიც გამოიკვლია. კვლების შედეგები ამგვარია:
ვაჟების სახელების ათეული: 1. გიორგი (3573), 2. ნიკოლოზი (3523), 3. ლუკა (2387), 4. საბა (2216), 5. დავითი (1433), ალექსანდრე (სანდრო-1283), ანდრეა (853), მათე (563), ირაკლი (ერეკლე - 524), დემეტრე (419).
საქართველოში პირველად სახელ გიორგის თითქმის გაუთანაბრდა სახელი ნიკოლოზი. ამ დრომდე გიორგი პოპულარობის კუთხით ერთმნიშვნელოვნად უსწრებდა ვაჟებს შორის ყველა სხვა დანარჩენ სახელებს.
გოგონების სახელების ათეული: 1. მარიამი (4708), 2. ნინო (ნინი-2554), 3. ანა (ანნა, ანი, ანანო, ანუკი-2487), 4. ელენე (1603), 5. ლიზი (1546), 6. ბარბარე (1249), 7. თამარი (688), 8. სალომე (542), 9. ნია (522), 10. თეკლა (390).