აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას სირიის წინააღმდეგ სანქციების პროგრამის დასრულების შესახებ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახურმა სოციალურ ქსელ Х -ზე განაცხადა.
„ბრძანება ხსნის სირიის წინააღმდეგ სანქციებს, ამავდროულად ნარჩუნდება სანქციები ბაშარ ალ-ასადის, მისი თანამოაზრეების, ადამიანის უფლებების დამრღვევების, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან, ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული პირების, ISIS-ისა და მისი შვილობილი ორგანიზაციების, ასევე ირანის მოკავშირეების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ტრამპმა ამ ბრძანებულებას ხელი მოაწერა სირიის „სტაბილურობისა და მშვიდობის გზაზე“ მხარდაჭერის მიზნით.