საქართველოში პანდემიის საშიშროება არ არსებობს. დღეს სეზონური ვირუსების გავრცელებაზე სპეციალური-საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. მთელი სეზონის განმავლობაში "H1N1" ვირუსის 12 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ეს მონაცემი და ის მონაცემი რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ზოგადად სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით აქვს, როგორც ცენტრში განმარტავენ პანიკის საფუძველს არ იძლევა.
მიუხედავად ამისა ცენტრში მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვისაკენ მოუწოდებენ. განსაკუთრებით ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც რისკ ჯგუფებში შედიან. რისკ ჯგუფები არის - 2 წლამდე ბავშვები, მოხუცები, ფეხმძიმე ქალები და ყველა ასაკის ის ადამიანები რომლებიც ქრონიკული დაავადებებით არიან დაავადებულნი.
"ძირითადი პრევენციული დაავადებები არის ის, რომ ადამიანი რომელიც არის ავად დარჩეს სახლში, არ გამოვიდეს საზოგადოებაში და დაიცვას თავი ოჯახის წევრებისგანაც კი ნიღბებით. ასევე ზოგადი ჰიგიენური წესები არის ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ხელის დაბანა და ოთახის განიავება", _ აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნატა ავალიანი.