"საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას… სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი რომელიც მტერს აძლევს ყველა მანუიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს… ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ! ", - წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება.
თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა. სავარაუდო დამნაშავე ჯერ დაკავებული არ არის. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.