სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მიბრძანდა. ამ დროისათვის ტაძარში ახალი წლის პარაკლისი მიმდინარეობს.
დღეს სრულიად საქართველო ახალ წელსა და უფლის წინადაცვეთის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მარიამმა იოსებთან ერთად უფალი ტაძარში მიიყვანა, სადაც მას სახელად იესო უწოდეს.
მართმადიდებელი სამყარო 14 იანვარს კაბადოკიელი მღვდელმთავრის, ბასილი დიდის ხსენების დღესაც აღნიშნავს.