დღეს, ჩვენ, გვაქვს დაახლოებით 60%, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ამ არჩევნებში ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევენ, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სანქციების დაწესებაც არის საარჩევნო პროცესში გარე ჩარევა.
„ვიღაცას აქვს იმედი, რომ სანქციებით, რაღაცნაირად, აიწევა ოპოზიციის პროცენტები, შესაბამისად, დაიწევს „ქართული ოცნების“ პროცენტი. ეს არის, რეალურად, ინტერესი, არიან გარკვეული ძალები, რომელთაც აქვთ ეს ინტერესი. ესენი არიან იგივე ძალები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში ომის გაჩაღებას 2022 წელს განსაკუთრებით, ამის შემდეგაც, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველა ეს მცდელობა არის განწირული წარუმატებლობისთვის. საბოლოოდ, არჩევნები დასრულდება ისე, როგორც შედის ეს ქართული საზოგადოების, ქართველი ხალხის ინტერესებში. ძალიან მყარად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“. 60%-ზე მეტი გვინდა ავიღოთ და დღეს გვაქვს ჩვენ დაახლოებით 60%. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ასეთი ძალები, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ამ არჩევნებში ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევენ,“- განაცხადა პრემიერმა.