"ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას დღეს ერთადერთი ინტერესი აქვთ: ის, რაც კახეთში ყურძენი მოიწევა, აქციონ სპირტად და თვითონ იშოვონ მილიონები, ამიტომ საჭიროა ცვლილებები ქვეყანაში, რომ რქაწითელი 2 ლარი-2 ლარი და 50 თეთრი, ხოლო საფერავი 3 ლარი - 3 ლარი და 50 თეთრი გახდეს", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
"ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას დღეს ერთადერთი ინტერესი აქვთ: ის, რაც კახეთში ყურძენი მოიწევა, აქციონ სპირტად და მერე ისევ თვითონ იშოვონ მილიონები. სწორედ ასე ხდება, როცა სახელმწიფო, ამ შემთხვევაში პრემიერმინისტრი გამოდის და აწესებს ყურძენზე ფასს. რა თქმა უნდა, ვერც ერთი ლარი და ვერც 1,5 ლარი საფერავზე ვერ ასახავს და ვერ ასწორებს იმ ხარჯს, რომელიც გაწია გლეხმა მთელი წლის განმავლობაში. ამიტომ, მთავარია ერთი რამ: ცვლილებები ქვეყანაში, რომელიც ყურძნის ფასს გახდის რქაწითელის შემთხვევაში 2 ლარს - 2 ლარსა და 50 თეთრს, ხოლო საფერავის შემთხვევაში მინიმუმ, 3 ლარს - 3 ლარსა და 50 თეთრს", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.