ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა აშშ-ის სანქციების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას.
„ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ, გარდა მაგისა, ამ ქვეყნის კეთილდღეობის გულისთვის, მთელი ისტორიის განმავლობაში ადამიანებმა სიცოცხლე და ოჯახები შეწირეს და როგორმე ჩვენც, ამ სანქციებს გადავიტანთ თუ იქნება - ჯერ იყოს და მერე“, - თქვა ირმა ზავრადაშვილმა.