2008 წლის 9 აგვისტო… "ოსი ძმების" ჩექმა გიორგის ზურგზე. #ბოდიშიგიორგი, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე და ფოტოს აქვეყნებს.
გუშინ, გორში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმებს“.