შიდსით 49 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. წელს ეს აივ ინფექციით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა საქართველოში.
დაავადების მაჩვენებელმა საგრძნობლად იმატა. განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები თბილისსა და სამეგრელოში.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აივ ინფექციასთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, ორი ახალი მიმართულება გამოიკვეთა.
პაციენტი, რომელიც ექიმს შიდსის ნებისმიერი სიმპტომით მიმართავს, აივ ინფექციაზე ავტომატურად შემოწმდება.
ასევე დაიწყება ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა ფართო წრის გამოვლენა.