"ქართული ოცნების" პოზიციას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა დღეს. - ამის შესახენ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" პოზიციას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა დღეს. მე ვთვლი, რომ დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი არიან ხალხის სამსახურში. შეიძლება, უხეშად გამომივიდეს, მაგრამ მოვალეობაც კი არის, რომ როდესაც შენი ქვეყნის წარმომადგენელი აღწევს დიდ წარმატებას მსოფლიო ასპარეზზე, უნდა გადასცე და მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს", - ამბობს ლაშა ტალახაძე.