მათ უნდათ ჩემი მოწყვეტა ძირითადი საქმიანობიდან, რადგან იციან, რომ ხალხს ვხვდები და ველაპარაკები, პოლიციელები ქართული ოცნების" "ტიტუშკების" ნაწილია, მაგრამ მათ ეს პროვოკაცია ჩაუვარდათ, რადგან ხალხი მოტივირებულია ისე, როგორც არასდროს", - თბილისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის წევრმა, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ეძგვერაძემ სასამართლო პროცესი დატოვა
"რომელ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაზე ან რომელ დაზარალებულად ცნობაზეა საუბარი, როცა გუშინ ირაკლი ნადირაძე 2.500 ლარით დააჯარიმეს? ამ სასამართლოსა და ამ შსს-ს მიმართ ნდობა მე, დიდი ხანია არ მაქვს, ეს ე.წ. პოლიციელები ამტკიცებდნენ, რომ მე თითქოს მათ ხელს ვუშლიდი, შეურაცხყოფას ვაყენებდი და მივმართე მოსამართლეს, რომ არსებობს საჯარო ვიდეოკადრები და თუ სადმე არის კადრი, სადაც მე შეურაცხყოფას ვაყენებ პოლიციელებს, ნებისმიერ სასჯელს მივიღებდი. ზოგადად, დამტკიცდა, რომ არანაირი ნარკორეალიზატორი არ არსებობს, არანაირი გამსაღებელი არ არსებობს და ეს იყო მორიგი პროვოკაცია, როგორიც არაერთხელ იყო ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილი "ქართული ოცნების" ტიტუშკების მიერ და ეს პოლიციელებიც არიან იმათი ნაწილი. მათ უნდათ, რომ ჩემს საქმიანობას მომწყვიტონ, რადგან იციან, რომ ადამიანებს ვხვდები და ველაპარაკები. ეს იყო იმ ყოველდღიური მუქარის ნაწილი, რითაც "ქართული ოცნება" განადგურებით ემუქრება ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მათ ეს პროვოკაცია ჩაუვარდათ, რადგან ხალხი არის მოტივირებული, ისე როგორც არასდროს. მე ვგრძნობ მათ მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, რომ გლდანში, მთლიანად თბილისში, ყველა დიდ ქალაქში "ქართული ოცნება" წააგებს არჩევნებს და 26 ოქტომბერს ჩვენ შინ გავისტუმრებთ ამ რუსულ რეჟიმს", - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის წევრმა, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ეძგვერაძემ მის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.