დღეს 11:00 თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებისთვის საახალწლო კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ჯონი ჯანაშია და ქართული ესტრადის სხვა წარმომადგენლები.
14:00 საათზე კი გლდანის ბავშვთა კრიზისულ ცენტრს ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების საპატიო კონსული. ასევე, ამავე დაწესებულების შენობაში ჩატარდება კონცერტი ბავშვთა ვოკალური სტუდია „ლურჯა ცხენების" აღსაზრდელთა მონაწილეობით. ღონისძიების დასასრულს „სანტა-კლაუსი" ბავშვებს ტკბილეულით დაასაჩუქრებს