14 იანვარს, 12:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით კავშირის „მშობელთა ხიდი" და ქ. თბილისის 198-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლები ახალი ინიციატივის „დავასაქმოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები" პრეზენტაციას მოაწყობენ. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ავალიანი, პარლამენტის, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ახალი ინიციატივა ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშპ) შრომითი და შემოქმედებითი პოტენციალის საზოგადოებისთვის გაცნობას. ინიციატივის ფარგლებში კავშირს „მშობელთა ხიდი" დაგეგმილი აქვს დიდუბე-ჩუღურეთში მცხოვრები შმპ-თვის სპეციალიზირებული სახელოსნოს მოწყობა და მათი დასაქმება.
ღონისძიების ფარგლებში „ბოულინგ ცენტრალში" მოეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ნამუშევართა გამოფენა. ღონისძიების დასასრულს სტუმრები მოზარდიბთან ერთად ბოულინგს ითამაშებენ.