დღეს, 14 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი არასამთავრობო ბავშვთა ორგანიზაცია "ეზო"-ს ეწვევა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ახალ წელს მიულოცავს.
ახვლედიანი 70 ბავშვს პირადად მოინახულებს და მათ საჩუქრად საახალწლო ნობათს, საკანცელარიო ნივთებსა და საკვებ პროდუქტს გადასცემს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ეზო" 14 წელია ფუნქციონირებს და სოციალურად დაუცველი ოჯახების ათეულობით ბავშვებს მზრუნველობს.
აღნიშნულ ორგანიზაციაში ამ ეტაპზე 70 ბავშვი ირიცხება