დღეს, 14 იანვარს, "თბილისის ჰამქარის" ინიციატივით საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები სასტვენის საშუალებით შეეცდებიან მერიის მაღალჩინოსნების ყურადღების მიპყრობას და "ზარია ვოსტოკას" შენობის ნგრევას გააპროტესტებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "თბილისის ჰამქარის" ხელმძღვანელმა ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, მათი მიზანია "ზარია ვოსტოკას" შენობას ძეგლის სტატუსი შეუნარჩუნდეს და მისი ნგრევის პროცესი შეჩერდეს.
"ზარია ვოსტოკას" შენობის ნგრევას ხელისუფლების წარმომადგებლები "ტელეიმედისა" და "რუსთავი 2"-ის საშუალებით გამოეხმაურნენ. სპეციალური რეპორტაჟები მოამზადეს, სადაც ამტკიცებდნენ, თითქოს ეს შენობა ძეგლია. სინამდვილეში, ძეგლის სტატუსი მას უკვე მოუხსნეს. ყოველნაირად ცდილობენ შენობის ახალი პროექტების მიჩქმალვას. მერიის საიტზე ორი პროექტი დადეს, თუმცა არაა გამორიცხული, "ზარია ვოსტოკას" შენობასთან მიმართებით კიდევ მესამე მიჩქმალული პროექტი არსებობდეს,"_განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
აქცია დღეს, 18.00 საათზე მერიის შენობის წინ გაიმართება.