ამხელა წარმატება ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ გვაქვს ამხელა ისტორიული ტრადიციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ძლევიჯვარში განაცხადა, სადაც ქართული ჭიდაობის ტურნირის ფინალურ შეხვედრებს დაესწრო.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელი ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჭიდაობა არის ჩვენი სიამაყე. დღეს რომ ამხელა წარმატება გვაქვს ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ გვაქვს ამხელა ისტორიული ტრადიციები. მე მიხარია, რომ ეს ტრადიცია გრძელდება და ამ კუთხითაც, რა თქმა უნდა, დღევანდელი ტურნირი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა გამარჯვებულს, ყველა პრიზიორს, ყველა ჩემპიონს მინდა, მივულოცო და ყველა ორგანიზატორს მინდა, მადლობა გადავუხადო, ვინც ხელს უწყობს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციის გაგრძელებას. მინდა, მადლობა გადავუხადო სლავა შერაზადიშვილს, რომელიც იყო ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი, ქართული ჭიდაობის ფედერაციას, ყველას, ვინც ამ საქმეს უძღვება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.