“ჩემზე თავდასხმა მოხდა 8 მაისს. მას შემდეგ დღემდე არ არის საქმის მასალები ჩემი ადვოკატისთვის გადმოცემული, რაც მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ “ქართული ოცნების” მთავრობისთვის ამ საქმეების გამოძიება არც პრიორიტეტია და არც მათ ინტერესებშია, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმიტრი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანის თქმით, ხელისუფლება დგას ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებების უკან.
“ჩემზე თავდასხმა მოხდა 8 მაისს. პოლიციამ გამომკითხა ორ კვირაში, საკმაოდ დაგვიანებულია, ცხელ კვალზე არანაირი გამოძიება არ ყოფილა. ეს გამოკითხვაც არაფორმალურ სახეს ატარებდა. მას შემდეგ დღემდე არ არის საქმის მასალები ჩემი ადვოკატისთვის გადმოცემული, დაზარალებულად ცნობაც ორი თვის შემდეგ მოხდა, რაც მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ “ქართული ოცნების” მთავრობისთვის ამ საქმეების გამოძიება არც პრიორიტეტია და არც მათ ინტერესებშია, რადგან ცალსახად ისინი არიან ამ ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებების უკან.” - განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანმა