ჩვენი დასავლელი მოკავშირეების ყურადღება და არჩევნებზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ერთადერთი, რაც მათ სურთ, ეს არის რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკური საკითხების მდივანმა ნიკა ობოლაძემ წინასაარჩევნოდ მაიკლ როთის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკური საკითხების მდივანი ნიკა ობოლაძე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" განცხადებას, რომ ბუნდესტაგის წარმომადგენელთა ჩამოსვლა წინასსაარჩევნო პროცესში ჩარევაა. მისი თქმით, საქართველოს მოკავშირე პოლიტიკოსების ყურადღება და არჩევნებზე ყოფნა მნიშვნელოვანია:
"ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს, პოლიტიკოსებს, ერთადერთი, რაც სურთ, ეს არის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ისინი ათწლეულობის მანძილზე საქართველოს ეხმარებოდნენ ასეულობით მილიონი დოლარით, რათა ქვეყანა სწრაფად განვითარდეს, ამიტომ მათი ყურადღება, მათი დაკვირვება თუნდაც არჩევნებზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რაც შეეხება შეხვედრას, ჩვენ ჩვენს დასავლელ მეგობრებს აუცილებლად შევხვდებით, ისევე როგორც ადრე, ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ მათგან მხარდაჭერასა და ყურადღებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ნიკა ობოლაძე.