ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთვის სათაყვანებელი ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი “ქართული ოცნების“ სიაშია. - ამის შესახებ კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„პარლამენტში 4 წელი ვმუშაობდი და იქ ქართული ოცნების მხრიდან არაერთი სპორტსმენი იყო, თუმცა, არცერთ მათგანს არათუ საერთოდ არაფერი გაუკეთებია, არამედ შემთხვევითაც კი არ დაუჭერიათ მიკროფონზე ხელი. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთვის სათაყვანებელი 2 სპორტსმენი [ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი] ქართული ოცნების სიაშია. მაგრამ, რას ვიზამთ. ეს მოცემულობაა - მათთან ერთად დავამარცხებთ ქართულ ოცნებას 26 ოქტომბერს და ალბათ, მათთვის კარგი გამოცდილება და მწარე გაკვეთილი იქნება, რომ ხალხის სიყვარული არ უნდა გაანიავონ ხოლმე და არ უნდა დაახურდავონ მათთვის აბსოლუტურად გაუგებარ თანამდებობაზე“, - განაცხადა ელისაშვილმა.