შევუერთდი ამ ძალიან მაგარ გუნდს, ძალიან გვიყვარს თითოეულ ჩვენგანს ჩვენი სამშობლო, - ამის შესახებ განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილმა, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ 2024 წლის საარჩევნო სიის მე-10 ნომრად წარადგინეს.
“მე, როგორც გენო პეტრიაშვილმა ძალიან ბევრი მაგარი ემოცია შევძინე ჩემს გულშემატკივარს, რაც შემეძლო და ახლაც ვეცდები, ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთოთ და შევუერთდი ამ ძალიან მაგარ გუნდს. ძალიან გვიყვარს თითოეულ ჩვენგანს ჩვენი სამშობლო და ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. [...] ძალიან ბევრ, ძალიან კარგ საქმეს გავაკეთებთ და ვეცდები, რომ ჩვენს გუნდთან ერთად, ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთოთ ახალგაზრდებისთვის, სპორტსმენებისთვის, ჩემი დევნილებისთვის, ქალაქელებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის”, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.