რუსულენოვანი ქართული ტელეარხი, სახელწოდებით "პირველი ინტერაქტიული კავკასიური" სავარაუდოდ, 25 იანვრიდან გავა ეთერში.
ევროპული თანამგზავრის Eutelsat_Hotbird -ის საშუალებით მაუწყებლობა მთელ კავკასიაში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, შუა აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში გავრცელდება. ამასთან, მისი ნახვა ინტერნეტითაც გახდება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, პირველი კავკასიური ეთერში 2010 წლის იანვარში გავიდა. ორი კვირის შემდეგ კი იგი თანამგზავრის მფლობელმა_ფრანგულმა კომპანიამ გამორთო.
ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა სარჩელით პარიზის სასამართლოს მიმართეს.
მასალის გამოყენების პირობები