პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების გამგეობის ხელმძღვანელის, რუსუდან კერვალიშვილის თაოსნობით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სამებაში დაბრძანებული ხელნაწერი სახარების 12 ასლიდან ერთ-ერთი საჩუქრად გადაეცა.
"სასიხარულოა, რომ დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ახალმა სახარებამ დაიდო ბინა. აუცილებელია, რომ განძი, რომელიც ჩვენს ერს ეკუთვნის, სრულად შეგროვდეს ეროვნულ ცენტრში, რათა მომავალ თაობებს ჰქონდეთ სრული წარმოდგენა მათი წინაპრების შესახებ", - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.
სამების საკათედრო ტაძრისთვის შექმნილი დიდი სახარება 20 წლის განმავლობაში იწერებოდა და იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადებიდან 75 და აღსაყდრებიდან 30 წლისთავს მიეძღვნა.