"ოცნების" ბოლო იმედი სახლში დარჩენილი და ყველას გადამხაზველი ამომრჩეველია - წერს "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
"ქოცების ახალციხის შეხვედრის ნიუსებს ვკითხულობ ახლა - ჰედლაინებს.
ძალიან სასოწარკვეთილები არიან და მხოლოდ და მხოლოდ იმ პროდასავლელ მოქალაქეებს შეუძლიათ მათი გადარჩენა, რომლებიც არჩევნებზე სახლში დარჩებიან.
დარჩენილ 50 დღეში ოპოზიცია თვისებრივად ვერაფერს შეცვლის - ერთადერთი, რაც შეიძლება ქნას ისაა, რომ ლელო და გახარია გაერთიანდეს და პრეზიდენტმა ამ გაერთიანებას ძალა შემატოს, იმისთვის, რომ სააკაშვილ/მერაბიშვილ/კეზერაშვილის (ანუ ნაცების და აჰლების) საპირწონე, დამბალანსებელ ძალად გამოჩნდეს.
პრობლემაა ჩვენი ამომრჩეველიც.
დღეს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს 50 ათასი იდენტიფიცირებული ამომრჩეველი ჰყავს (იდენტიფიცირებულზეა მხოლოდ საუბარი).
დაახლოებით 30 ათასი არჩევნებზე მაინც გავა - ცხვირზე ხელს მოიჭერს და ხმას რომელიმე ოპო პარტიას მისცემს (რასაც ვუყურებთ, ეს 30 მეტწილად ლელოსა და გახარიას შორის განაწილდება).
დაახლოებით 20 ათასი (მხოლოდ იდენტიფიცირებულებიდან) ან სახლში რჩება, ან ყველას გადახაზავს - თუ ასარჩევებში ჩვენ არ გვხედავს.
სახლში დარჩენილი და ყველას გადამხაზველი ამომრჩეველია ოცნების ბოლო იმედი", - წერს ჩერგოლეიშვილი.