სიახლე არაფერია იმაში, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სიძულვილის ენის გააქტიურება ხდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამის მარტივი მაგალითია ის რეაქცია, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მოძრაობა „სირცხვილიას“ რეგისტრაციას მოჰყვა.
„სიახლე არ არის, რომ განსაკუთრებით მაშინ, როცა არჩევნები ახლოვდება, სიძულვილის ენის გააქტიურება ხდება. წყალტუბოს შემთხვევასაც თავი დავანებოთ და ავიღოთ ერთი მარტივი მაგალითი - ნახეთ, რა მდგომარეობაში ჩააყენეს საკუთარმა თანაგუნდელებმა მოძრაობა „სირცხვილია“. ესენი არიან ჩვეულებრივი ფაშისტები. არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს, არანაირი ზღვარი - რასაც ეტყვიან და დაავალებენ, თუ მოსაკლავია, მოკლავენ, გადაუვლიან. ეს არის ბოროტმოქმედი ძალა, რომელიც ხელისუფლებაში იყო და ყველას აჩვენეს, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დღეს კი, სადაც იმყოფებიან, ზოგი არასამთავრობო სექტორში, ზოგი ოპოზიციაში, აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.