გამარჯვება არის და გამარჯვება ასე იქნება ბოლომდე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების შემდეგ განაცხადა. 
არ მჭირდება კითხვები, გეტყვით ერთ რამეს. დასაწყისში რომ გითხარით - გამარჯვება იქნება, გამარჯვება არის და გამარჯვება ასე იქნება ბოლომდე. ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები... გაიგეთ როგორც გინდათ, ყველა გამარჯვებას ველოდები -  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ მატჩში, ჩეხეთი 4:1 დაამარცხა. 
სალომე ზურაბიშვილი მატჩს რესპუბლიკის მოედნიდან ადევნებდა თვალს.