მმართველმა გუნდმა ახალი საარჩევნო კოდექსის შეთანხმებულ მუხლებს ხელი მოაწერა. ამ მიზნით NDI-ის ოფისში რამდენიმე წუთის წინ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი პალიკო კუბლაშვილი მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ "პროცესი საკანონმდებლო მიმართულებით წავა".
"ჩვენ მოვამზადებთ კანონპროექტს იმ პარტიებთან ერთად, რომლებიც შეთანხმების მონაწილეები არიან", - განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს და აქვე განმარტა, რომ საკანონმდენლო პროცესი სავარაუდოდ ერთი თვე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ შეთანხმებულ საკითხებს შორისაა მერის პირდაპირი წესით არჩევნები, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა და საკრებულოს დაკომპლექტების წესი.
აღნიშნულს ყველა ოპოზიციური პარტია ეთანხმება, "ალიანსი საქართველოსთვის" გარდა.