საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის "გადავარჩინოთ ბავშვები" წევრი გახდა.
აქციაში, რომელიც მსოფლიოში მიუსაფარ ბავშვებზე ზრუნავს, ჰილარი კლინტონი, კონდოლიზა რაისი, მადლენ ოლბრაიტი და მსოფლიოს სხვა წარმატებული ლიდერები უკვე მონაწილეობენ.
აქციის ფარგლებში წიგნი, სახელწოდებით "გუშინდელი ბავშვები" გამოიცემა, რომელშიც მსოფლიოში 100 გამოჩენილი ადამიანის ბავშვობის ფოტო დაიბეჭდა. წელს უკვე მიხეილ სააკაშვილის ფოტოც.
გამოცემის რეალიზაციიდან შემოსული თანხები მზრუნველობამოკლებული პატარების საკვებით და ტანსაცმლით უზრუნველყოფას მოხმარდება.
მიხეილ სააკაშვილს ამ აქციაში მონაწილეობის მიღება ამერიკელმა კონგრესმენმა დევიდ დრაიერმა სთხოვა. საქართველოს პრეზიდენტის ფოტო უკვე შეიტანეს ახალ პროექტში.