აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარემ, გია ბარამიამ დღეს მთაწმინდის პარკში 50-მდე დევნილ ბავშვს უმასპინძლა. აღნიშნული პროექტი მთაწმინდის პარკის ხელმძღვანელებმა და აფხაზეთის მთავრობამ ერთობლივად განახორცოელა.
7-დან 13-წლამდე ბავშვები ჯერ ატრაქციონებზე გაერთნენ, შემდეგ კი ბარამიამ მათ საჩუქრად ტანსაცმელი, საკანცელარუიო ნივთები და ტკბილეული გადასცა.
როგორც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით საჩუქრები 3 000 ბავშვს გადაეცა. თვის ბოლომდე საჩუქრები კიდევ 2 000 ბავშვს გადაეცემა.
გია ბარამია ძველით ახალ წელს ერთ-ერთი დევნილის სახლში შეხვდენა.