აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2021 წლის აგვისტოში ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ ჩვენების მისაცემად დაიბარა. ამის შესახებ იუწყება Reuters, რომლისთვისაც ცნობილი გახდაკონიტეტის თავმჯდომარის მაიკლ მაკოლის წერილი.
წერილში მაკოლმა აღნიშნავს, რომ ბლინკენი, რომელმაც მანამდე უარი თქვა კომიტეტის წინაშე წარდგომაზე, უნდა გამოცხადდეს 19 სექტემბერს, წინააღმდეგ შემთხვევაში უპატივცემულობაში ბრალდებას წაუყენებენ.
ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა, თავის მხრივ, თქვა, რომ ბლინკენს ჯერ არ შეუძლია ჩვენების მიცემა კომიტეტის მიერ შეთავაზებული თარიღებისთვის, მაგრამ შესთავაზა „გონივრული ალტერნატივები“ მაკოლის თხოვნის დასაკმაყოფილებლად.
„სამწუხაროა, რომ იმის ნაცვლად, რომ გაეგრძელებინა კეთილსინდისიერად თანამშრომლობა დეპარტამენტთან, კომიტეტმა კიდევ ერთი არასაჭირო უწყება გამოსცა“, - თქვა მილერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბლინკენმა ავღანეთის შესახებ კონგრესის წინაშე ჩვენება მისცა 14-ზე მეტჯერ, მათ შორის ოთხჯერ მაკკოლის კომიტეტის წინაშე.
მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა კომიტეტს მიაწოდა თითქმის 20,000 გვერდი დოკუმენტი, რამდენიმე მაღალი დონის ბრიფინგი და ინტერვიუს ჩანაწერები
როგორც სააგენტო აღნიშნავს, მაისში მაკოლმა მიიწვია ბლინკენი სექტემბერში გამართულ მოსმენაზე ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გამოძიების შესახებ.
მაშინ, ბლინკენისთვის მიწერილ წერილში, კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ამჟამინდელმა და ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ სახელმწიფო მდივანმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილებები ავღანეთიდან გასვლისა და ევაკუაციის შესახებ.
აშშ-მა ავღანეთში ჯარი ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის დრო შეიყვანა. 2021 წლის აპრილში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის შესახებ. ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესი ქაოსური იყო, რასაც თან ახლდა „თალიბანის“ იერიში ქაბულზე და ტერორისტული თავდასხმა აეროპორტზე, რასაც 13 ამერიკელი სამხედროების სიცოცხლე ემსხვერპლა.