ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე 19 იანვარს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში 530 ბავშვს მონათლავს.
მონათვლის მსურველთა რეგისტრაცია 2010 წლის 19, 20 და 21 დეკემბერს მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა 2008 წლიდან უკვე 6 000 ბავშვი მონათლა. ისინი ჯვარდაწერილი მეუღლეების მესამე და მომდევნო შვილები არიან.