ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრიანება ერთმანეთთან შეუთავსებელია - განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ, რომელიც თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე - "გარდამტეხი წელი" იმყოფება.
რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, არ არის გამორიცხული, დაიწყოს მსჯელობა უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე.
"ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს ღიად უნდა ვთქვა: ბიძინა და ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია ერთმანეთთან. დებიძინიზაციის გარეშე ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი და ვიცი მათი დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ იყო დაფუძნებული დამსახურებაზე. ეს იყო უფრო ქართველი ხალხის წახალისება, რომ ისინი არ უნდა დანებდნენ და ბრძოლა გააგრძელონ. [...] მე არ ვიცი, ამაზე უფრო როგორ უნდა გართულდეს სიტუაცია და არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ დავიწყოთ მსჯელობა უვიზო რეჟიმის შეწყვეტის თაობაზე. საქართველო ლიდერი იყო ევროპული რეფორმების მხრივ, ახლა კი სომხეთი უფრო წინ არის, ვიდრე საქართველო", - თქვა მან.
მთავარი არხის თარგმანი