"ველოდებით ბევრს სხვა ადამიანს. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია გავიდეთ პირველ ადგილზე, გავაკეთოთ ყველაზე უფრო მეტი ოპოზიციიდან იმისთვის, რომ შევცვალოთ ხელისუფლება და ეს აუცილებლად ესე იქნება 26 ოქტომბერს", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკური საკითხების მდივანმა, ნიკა ობოლაძემ, პარტიაში ახალი სახეების დამატებასთან დაკავშირებით.
"ერთიანობა"-"ნაციონალური მოძრაობა" გააკეთებს ყველაზე უფრო მეტს, ყველაზე უფრო მეტი ადამიანის მხარდაჭერას დაიმსახურებს, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში გამოვიწვიოთ დიდი ცვლილება 26 ოქტომბერს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ბევრს სხვა ადამიანს, ისევე როგორც მიგვიღია გუშინ, ისევე როგორც მივიღეთ დღეს, მივიღებთ ხვალ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია, რომ გავიდეთ პირველ ადგილზე, გავაკეთოთ ყველაზე უფრო მეტი ოპოზიციიდან, იმისთვის, რომ შევცვალოთ ხელისუფლება და ეს აუცილებლად ესე იქნება 26 ოქტომბერს", - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.