სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ელექტრონული პირადობის მოწმობის დიზაინზე საკონკურსო ნიმუშების მიღების ვადა გაახანგრძლივა. კონკურში მონაწილეობის მიღების მსურველებს საკუთარი ნიმუშების წარმოდგენა 23 იანვრამდე შეეძლებათ.
2011 წლიდან საქართველოში ძალაში შედის ახალი, ელექტრონული პირადობის მოწმობა. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა გამოაგზავნეთ დიზაინის თქვენი ვერსია მისამართზე contact@cra.gov.ge ან მოიტანეთ სამოქალაქო რეესტრის ცენტრალურ ოფისში: თბილისი, წერეთლის გამზირი 67ა.
გამარჯვებული ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრემიით 5000 ლარის ოდენობით.
საკონკურსო ნამუშავრების დათვალიერება შესაძლებელია სოციალური ქსელის საშუალებით: http://www.facebook.com/CRAGEORGIA
ელექტრონული მოწმობის ზოგადი მახასიათებლები:
ქვემოთ მოცემული მახასიათებლები, რეგულირდება საქართველოს კანონით (საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ (2004 წლის 15 ნოემბრიდან 24.06.2004 N181) და საქართველოს იუსტიციის მინისტრის N 126 ბრძანებით ) და ICAO 9303 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
გასათვალისწინებელია, რომ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
სახელს; გვარს; დაბადების წელს, რიცხვს, თვეს; დაბადების ადგილს; პირად ნომერს; ფოტოსურათს; პირად ხელმოწერას; მისამართს; რეგისტრაციის თარიღს;
მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის თარიღს; მოწმობის მოქმედების ვადას.
კონკურსანტმა ასევე უნდა წარმოადგინოს დროებითი და მუდმივი ბინადრობის მოწმობების ვერსიაც, რომელიც იქნება ზუსტად პირადობის მოწმობის ანალოგი განსხვავებული ფერებით.