"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა მოძრაობა "სირცხვილიას" განაცხადებას, დარეგისტრირდეს "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში.
"ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია! ხელები შორს ორგანიზაცია “სირცხვილიასგან”. “სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია!" - წერს მდინარაძე ფეიბუქგვერდზე.
შეგახსენებთ, მოძრაობა "სირცხვილია" ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ორგანიზაციის წევრები განმარტავენ, თუ რატომ გადაწყვიტეს რეესტრში ნებაყოფლობით დარეგისტრირება.